გახდი გარემოს სუპერგმირი

სავაჭრო ცენტს ისთ ფოინთში, Wasteless-მა მოაწყო შემეცნებით-გასართობი აქცია “გახდი გარემოს სუპერგმირი’’, რომელიც ეძღვნებოდა სასწავლო წლის დაწყებას და ემსახურებოდა საქართველოში სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის.

აქციის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, Wasteless-ის მიერ მოწყობილ სპეციალურ კუთხეში განთავსდა ელექტრო ნარჩენებისა და ბატარეების შესაგროვებელი ყუთები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო შესაბამისი ნარჩენების განთავსება და სანაცვლოდ Wasteless-ისგან და მისი პარტნიორი კომპანიებისგან ვაუჩერებისა და სხვადასხვა საჩუქრების მიღება.  

აქციის პირველ დღეს, 10 სექტემბერს, გაიმართა “რანინას” ბავშვების კონცერტი. ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები და ჩატარდა შემეცნებითი ლექცია ნარჩენების მართვის თემაზე.

 

სხვა სიახლები
გახდი გარემოს სუპერგმირი