შესაგროვებელი ყუთები მთელს საქართველოში

15 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით, ჩვენი პარტნიორი კომპანია ელიტ ელექტრონიქსის თითქმის ყველა ფილიალში განთავსდა ელექტრო ნარჩენებისა და ბატარეების შესაგროვებელი სპეციალური ყუთები.

ამიერიდან, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, თავის ქალაქში (თბილისში კი თავის უბანში) მიიტანოს ელექტრო ნარჩენები ან/და ბატარეები და ჩააბაროს გადასამუშავებლად. დიდი რაოდენობის ან მოცულობის ელექტრო ნარჩენის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად მაცივარი, კონდინციონერი, ელექტრო ქურა და ა.შ.) მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ვეისთლესს და ჩვენი წარმომადგენელი მათგან თავად წამოიღებს შესაბამის ნარჩენს.

შესაგროვებელი ყუთების ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ აქ

 
სხვა სიახლები
შესაგროვებელი ყუთები მთელს საქართველოში