გაფორმდა მემორანდუმი შერატონთან

ელექტრო ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიის ფარგლებში, ვეისთლესსა და შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის შედეგადაც სასტუმროში განთავსდა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ყუთები. ამიერიდან, შერატონის სტუმრები და თანამშრომლები შეძლებენ სხვადასხვა სახის ელექტრო ნარჩენების (ლეპტოპი, კაბელი, ელექტრო სიგარეტი, ბატარეა და ა.შ.) მოთავსებას ვეისთლესის სპეციალურ ყუთებში, რის შემდეგაც ნარჩენების გადარჩევას და შესაბამისი საწარმოებისთვის გადასამუშავებლად მიწოდებას უზრუნველყოფს ვეისთლესი.
კომპანიების მიერ პასუხისმგებლობის აღება სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვისა და საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საკითხზე უმნიშვნელოვანესია.

 

სხვა სიახლები
გაფორმდა მემორანდუმი შერატონთან