დახმარება

ელექტრო ნარჩენები

ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენს წარმოადგენს ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს (ან მუშაობდა) დენზე ან ბატარეაზე. არსებობს საყოფაცხოვრებო და სამრეწველი ელექტრო ნარჩნები.

ელექტრო ნარჩენი შეიცავს უამრავ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო
ტოქსიკურ კომპონენტს. მიწაში ან წყალში მოხვედრის შემდეგ, ელექტრო ნარჩენი, დროთა განმავლობაში, გამოყოფს ამ ტოქსიკურ კომპონენტებს და შესაბამისად აბინძურებს გარემოს. ელექტრო ნარჩენის განთავსება მუნიციპალურ ურნებში დაუშვებელია, რადგან აქედან ის ისევ გარემოში ხვდება.

ბატარეები და აკუმულატორები

ბატარეები (სამომხმარებლო, ინდუსტრიული - ელექტროგენერატორები, მანქანის, ელექტრომოწყობილობის) და აკუმულატორები წარმოადგენენ სახიფათო სპეციფიკურ ნარჩენებს: ბატარეები შეიცავენ უამრავ მძიმე მეტალს და ქიმიურ ნივთიერებას, აკუმულატორები კი შეიცავენ ტყვიას და ელექტროლიტებს. მათი გარემოში მოხვედრა ან არასწორად დაშლა და ნაწილების გამოყენება სახიფათოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის.

საბურავები

გადაყრილ გამოყენებულ საბურავებს შეუძლიათ გამოიწვიონ მრავალი სახის მავნე ზემოქმედება გარემოზე: წყლით ავსებული საბურავი ხელს უწყობს კოღოებისა და სხვა მწერების გავრცელებას. ნაგავსაყრელზე მოხვედრილი საბურავის გახრწნას სჭირდება დიდი დრო და ლპობისას გამოყოფს კარცეროგენულ და მუტაგენურ ნივთიერებებს, რაც იწვევს სიმსივნეს და კანის დაავადებებს. საბურავი შეიცავს ადვილად აალებად კომპონენტებს, მათი წვისას გამოყოფილი ნივთიერებების შესუნთქვა კი იწვევს უამრავ დაავადებას.

ნარჩენი ზეთები

ნარჩენი მეორადი ზეთი (საყოფაცხოვრებო ზეთის გარდა) წარმოადგენს სპეციფიკურ ნარჩენს და შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებსა და მძიმე მეტალებს, ამიტომ მათი ბუნებაში მოხვედრა საშიშია როგორც ადამიანებისთვის, ასევე მცენარეებისა და ცხოველებისთვის. ერთ ლიტრ გამოყენებულ ზეთს შეუძლია დააბინძუროს მილიონი ლიტრი სუფთა წყალი. გადაღვრილ ზეთს შეიწოვს მიწა, რის შემდეგაც ის მიაღწევს და დააბინძურებს სასმელ წყალს. გამოყენებული ზეთის გადაღვრა ან უნებართვოდ გადამუშავება ისჯება კანონით!

კონტრაქტორები
ჯი სი ელ (GCL)

 ჩვეულებრივი და ლედ ნათურები. ელექტო მოწყობილობების წინასწარი დამუშავება-დაშლა.

პოლივიმი

პლასტმასას გადამუშავება

რუსთავის მეტალშენადნობთა ქარხანა

მეტალის და ფერადი ლითონის გადამუშავება.

კერე

შუშის დაფშვნა-დამუშავება

შპს მინა

დაფშვნილი მინის გადამუშავება

შპს სანიტარი

ვერცხლისწყლიანი ნათურები დამუშავება

მედიქალ ტექნოლოჯი

ვერცხლისწყლიანი ნათურები დამუშავება

ჯეოსთილი

აკუმულატორების დამუშავება

იგატუ

აკუმულატორების დამუშავება

ალტერვეისთი

ზეთების გადამუშავება

რაბერტეკი

საბურავების მექანიკური დამუშავება

თი არ სი (TRC)

საბურავების დამუშავება, კაუჩუკის მოედნების დამზადება

ლაზუ ჯგუფი

საბურავების დამუშავება (ხარშვა პიროლიზის მეთოდით)

Wasteless - მიმართულებები