ჩვენ შესახებ
Wasteless არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია), რომელიც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ბიზნესის უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ხელს უწყობს ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.
ასოციაცია წარმოადგენს არამომგებიან იურუდიულ პირს, რომელმაც 2022 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მოიპოვა ავტორიზაცია ოთხივე მიმართულების სპეციფიკური ნარჩენების მართვაზე: ნარჩენი ზეთები, გამოყენებული საბურავები, ელექტრო და ელქტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები.
Wasteless უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას და ხელს უწყობს მათ სწორად მართვას. შეგროვებული ნარჩენები შესასწავლად და დასაშლელად გადაეცება ადგილობრივ კონტრაქტორებს, ხოლო რისი გადამუშავებაც საქართველოში ვერ ხერხდება ექსპორტზე იგზავნება. ამ მიდგომით Wasteless ახდენს ნარჩენების ეფექტურად მართვას და ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას.
შეგროვების პუნქტები
სიახლეები
საზოგადოებაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდის მიზნით ვეისთლესმა წამოიწყო შემეცნებითი კამპანია, სადაც ჩვენს მიმართულებებზე (ნ ...
28 სექტემბერს "ვეისთლესი" მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე. კომპანიამ მოაწყო სპეციალური სივრცე, სადაც სტუდ ...
WEEE Forum წარმოადგენს ელექტრო ნარჩენების მიმართულებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ლიდერ საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 52 მ ...
21-22 სექტემბერს ვეისთლესი მონაწილეობდა ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე - სპორტფესტზე. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც 50 000-მ ...
Wasteless უკვე მეორე წელია აქტიურად ზრუნავს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე და სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ამ მხრივ ჩართ ...
1 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორი თბილისში, გაიმართა ღონისძიება საქართველოში ელექტრო ნარჩნების შეგროვების და მართვის სისტემის წარდგენასთან დაკავშირები ...
ჩვენი მიზანი
Wasteless-ის მიზანია დაეხმაროს ბიზნესებს ნარჩენების სწორად მართვაში, რაც ხელს უწყობს გარემოს რესურსების შენარჩუნებას და ბიზნესის მდგრად განვითარებას. ჩვენი მისიაა ავამაღლოთ ცნობიერება საქართველოში ნარჩენების მართვის მნიშვნელობის შესახებ და მასალების ხელახალი გამოყენების წახალისებით შევამციროთ სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა.
ჩვენი მიზანმიმართული მოქმედებით გვსურს ჩამოვაყალიბოთ ისეთი საზოგადოება, სადაც ნარჩენების მინიმალურ დონემდე შემცირება და რესურსების ეფექტური გამოყენება ყველა მოქალაქისა და ორგანიზაციის პრიორიტეტია. როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ასოციაცია, ვცდილობთ გავაერთიანოთ ცალკეული კომპანიები და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანი მიზნის გარშემო, რათა შევქმნათ უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო საქართველოში.
ჩვენი საქმიანობა ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ინიციატივებსა და სოციალურ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვას და ნარჩენების შემცირების წახალისებას.