დახმარება
სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის პროექტი ფოთსა და ხობში

ასოციაცია “ვეისთლესის”, გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის რეგიონული პროექტების “მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა” ფარგლებში ხორციელდება ერთობლივი სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის პროექტი ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის, მათი სწორად შეგროვების და გადამუშავების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • სკოლებში საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარება
  • ბატარეების და ელექტრო ნარჩენების სპეციალური შეგროვების პუნქტების მოწყობა
  • შემაჯამებელი ფესტივალი, სადაც გაიმართება ელექტრონული ნარჩენების შეგროვების დღეები და ჩატარდება შემეცნებითი აქტივობები და გათამაშებები
  • მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორებთან შეხვედრა და პრეზენტაციების ჩატარება
  • მასწავლებლებთან შეხვედრის დაორგანიზება და გადამზადება ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით

ნარჩენების მართვის შესახებ სკოლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ინიციატივის ფარგლებში ვეწვევით ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების სკოლებს და მოსწავლეებისთვის ჩავატარებთ ტრენინგებს ნარჩენების მართვის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ. ტრენინგის შემდეგ ამავე სკოლებში განთავსდება სპეციალური ელექტრო ნარჩენების ყუთები, სადაც სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაგვაბარონ ელექტრო ნარჩენები გადასამუშავებლად.

ივნისში ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების ცენტრალურ პარკებში გაიმართება ფესტივალი, სადაც მისულ სტუმრებს დახვდებათ საუკეთესო გარემო. მუსიკალური კონცერტი, გართობა, გათამაშება და კიდევ ბევრი სიურპრიზი. ისინი კი, ვინც ჩაგვაბარებენ გამოუსადეგარ ელექტრო ნარჩენს, მიიღებენ შანსს მოიგონ ახალი ლეპტოპი, ტელევიზორი ან მაცივარი.

 
სხვა სიახლები
სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის პროექტი ფოთსა და ხობში