
Wasteless-ისა და Healo-ს ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება
ვეისთლესისა და Healo-ს ერთობლივი პროექტი - საქველმოქმედო გარაჟ სეილი ჩატარდა 21-23 მარტს, Expo Georgia-ში, სადაც ეკომეგობრული იდეები და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა გავაერთიანეთ ერთ სივრცეში. საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ და შეეძინათ უამრავი საინტერესო ნივთი – ტანსაცმელი, ავეჯი, ჭურჭელი, აქსესუარები, ტექნიკა. ამასთან ერთად, შეეძლოთ ელექტრო ნარჩენების ჩაბარება ვეისთლესის სპეციალურ შესაგროვებელ ყუთებში და მონაწილეობის მიღება გათამაშებაში, სადაც თამაშდებოდა iPhone 15. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს, ვინც ნარჩენი ჩაგვაბარა, საჩუქრად გადავეცით 50 ლარიანი ვაუჩერი გარაჟ სეილზე ნივთების შესაძენად.
საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარების მთავარი მიზანი იყო შემოსული თანხის სრულად გადარიცხვა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების ტრენინგებისა და ვორქშოფების დასაფინანსებლად. ამ გზით, ჩვენ, Healo-სთან ერთად ხელი შევუწყვეთ მომავალი თაობების მენტალური კეთილდღეობის მხარდაჭერას.
ჩვენთვის საერთო ღირებულებების მქონე კომპანიებთან გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით უფრო მარტივად მივდივართ ჩვენი მთავარი მიზნისკენ, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი. Healo, როგორც ონლაინ ფსიქოთერაპიის პლატფორმა, ზრუნავს ადამიანების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, Wasteless-ში კი გვჯერა, რომ მდგრად და ჯანსაღ გარემოს დიდი როლი აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.