დახმარება
Robo Battle 2025 - წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება

ვეისთლესი წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური და ინოვაციური ღონისძიების, Robo Battle 2025-ის მთავარი მხარდამჭერი იყო, რომელიც 26 ივლისს გაიმართა Georgian Robotics Association-ის ორგანიზებით. ღონისძიებამ გააერთიანა ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდები, პროფესიონალები და დამსწრე საზოგადოება.

ერთდღიანი ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი, თემატური ვორქშოფები და საინჟინრო აქტივობები, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა პრაქტიკულად გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს და ჩართულიყვნენ მასში. პარალელურად, ვეისთლესის სივრცეში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაებარებინათ გამოუსადეგარი ელექტრო ნარჩენები სპეციალურ ყუთებში.

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის გადაეცა ფულადი ჯილდო. ვეისთლესის მიზანია, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური განვითარებისა და ეკომეგობრული პასუხისმგებლობის ერთდროულად წახალისება.

 
სხვა სიახლები
Robo Battle 2025 - წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება