
პირველი „ეკომეგობრული პოდკასტი“ საქართველოში
ვეისთლესი ეკოცნობიერების ამაღლებას 2025 წლის მარტიდან სრულიად ახალი ფორმატით - „ეკომეგობრული პოდკასტის“ მეშვეობით აგრძელებს. „ეკომეგობრული პოდკასტი“ ეს არის პირველი პოდკასტი საქართველოში ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარჩენების მართვასა და სხვადასხვა აქტუალურ გარემოსდაცვით თემაზე.
პოდკასტის წამყვანი არის ეკობლოგერი ნინო ბარჯაძე, რომელიც ვეისთლესთან უკვე დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საინტერესო კონტენტის მეშვეობით ახდენს. ახლა კი, უკვე უფრო ფართო აუდიტორიისთვის, ნინო სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს სტუმრებთან ერთად ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და გადაწყვეტილებებზე, რაც ჩვენს გარემოსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ მოქმედებს.
პოდკასტის ახალი ეპიზოდები განთავსდება ყოველ ოთხშაბათს 18:00 საათზე Youtube-ის პლატფორმაზე. ეკოლოგიური სიახლეებისა და რჩევებისთვის გამოიწერეთ „ეკომეგობრული პოდკასტის“ Youtube არხი, სადაც თქვენი ეკოცნობიერება კიდევ უფრო გაღრმავდება.