ეკომეგობრული ღონისძიება „შენი სახლი სამგორის“ ეზოში
ვეისთლესის ელექტრო ნარჩენების შესაგროვებელი გარე განთავსების ყუთები ამიერიდან უკვე „შენი სახლი სამგორის“ ტერიტორიაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
ამის აღსანიშნავად, 22 ნოემბერს, 15:00-17:00 საათზე, ვეისთლესი გეპატიჟებათ ჩემი სახლი სამგორის საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში, სადაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოიტანონ ძველი ელექტრო ნარჩენები, მაგალითად: ლეპტოპი, ტელეფონი, ბლენდერი და სხვა ტექნიკა და ჩაგვაბარონ Wasteless-ის სპეციალურ ყუთებში. თითოეული ჩაბარებული ტექნიკით, ჩაერთვებით ჩვენს გათამაშებაში, სადაც თამაშდება 1000 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი. გამარჯვებული გამოვლინდება შემთხვევითობის პრინციპით.
ღონისძიება იქნება გასართობი სახის, საინტერესო აქტივობებით და ბავშვებზე ორიენტირებული. ბავშვებს ღონისძიებაზე დახვდებათ სხვადასხვა გასართობები, მათ შორის: სახის მოხატვა, ფერადი თმის დიზაინები, წყალზე ხატვა, ეკო-პლასტელინის ვორქშოფები და ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული ვორქშოფები.


















