დახმარება
ვეისთლესი საბავშვო ანიმაციურ სერიალში „ჟირაფი ჟოზე“

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ვეისთლესმა მიიღო მონაწილეობა საბავშვო-საგანმანათლებლო ანიმაციურ სერიალში „ჟირაფი ჟოზე“. ვეისთლესისა და “ჟირაფი ჟოზეს” შექმნილ ერთობლივ ეპიზოდში სახელწოდებით „გადავარჩინოთ დედამიწა“, პატარებს მივაწოდეთ ინფორმაცია ელექტრო ნარჩენების საფრთხეებისა და მათი გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ.

ეპიზოდში გარემოს დაცვის ექსპერტი ლესი და სხვადასხვა ანიმაციის გმირების მეშვეობით მარტივი და ბავშვური ენით ვაწვდით ბავშვებს მესიჯს, რატომ არ შეიძლება ელექტრო ნარჩენების ნაგავსაყრელზე გადაყრა და როგორ შეიძლება მათი უსაფრთხოდ გადამუშავება. ანიმაცია განკუთვნილია სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან გვჯერა, რომ ეკომეგობრული ღირებულებების ჩამოყალიბება სწორედ ადრეული ასაკიდან იწყება. ბავშვებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კონტენტი ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 

 
სხვა სიახლები
ვეისთლესი საბავშვო ანიმაციურ სერიალში „ჟირაფი ჟოზე“