დახმარება
UN Global Compact Network Georgia-ს წევრობა

ვეისთლესი გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი, ორგანიზაციის, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების, პასუხისმგებლიანი ბიზნესის და ეკომეგობრული ინიციატივების დანერგვას. ორგანიზაციის ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ვეისთლესის მისიასა და სტრატეგიულ მიზნებთან.

26 ნოემბერს, ვეისთლესის წარმომადგენლები დაესწრნენ ქსელის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას, სადაც განხილული იქნა 2025 წელს მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ხედვები. ასამბლეის ფარგლებში წარდგენილ იქნა ქსელის ახალი წევრები, მათ შორის ვეისთლესიც. UN Global Compact Network Georgia-ს წევრობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ასოციაციისთვის.

 
სხვა სიახლები
UN Global Compact Network Georgia-ს წევრობა