დახმარება
ნიკორას 31 ფილიალში ვეისთლესის ბატარეების ყუთები განთავსდა

ნარჩენების პასუხისმგებლიანი ჩაბარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობის გამარტივება და ინფრასტრუქტურის გამართვა. სწორედ ამ მიზნით, ვეისთლესი მუდმივად აფართოებს შეგროვების ქსელს და ცდილობს, ჩაბარების პუნქტები მოსახლეობის ყოველდღიურ მარშრუტებთან და მათთვის მოსახერხებელ ადგილებთან რაც შეიძლება ახლოს იყოს.

შესაბამისად, ვეისთლესისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ნიკორას მაღაზიათა ქსელთან დაწყებული პარტნიორობა, რომელიც მოსახლეობისთვის ნარჩენების ჩასაბარებელი პუნქტების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში, ნიკორას 31 ფილიალში ვეისთლესის სპეციალური ყუთები განთავსდა, სადაც მოსახლეობას ბატარეების ჩაბარება უკვე საყიდლებზე წასვლის დროსაც შეუძლია.

ეს ნიშნავს, რომ ბატარეების ჩასაბარებლად სპეციალურად ცალკე ადგილას წასვლა აღარ არის საჭირო და საკმარისია, გამოყენებული ბატარეები თან გაიყოლოთ და ნიკორას ფილიალში განთავსებულ სპეციალურ ყუთში მოათავსოთ. სპეციფიკური ნარჩენი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მართვაც ყოველდღიურ რუტინაში ჩავრთოთ.

ვეისთლესი მადლობას უხდის ნიკორას თანამშრომლობისა და ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ 31 ახალი ლოკაციით არ შემოიფარგლება, სამომავლოდ ვეისთლესის ბატარეების ჩაბარების პუნქტებს ნიკორას კიდევ უფრო მეტ ფილიალსა და სხვა ქალაქებშიც შეხვდებით. ამასთანავე, ვეისთლესი იმედოვნებს, რომ ინიციატივას სხვა მსხვილი სავაჭრო ქსელებიც შეუერთდებიან. რადგან უფრო მეტი პუნქტის არსებობა ამარტივებს მოსახლეობისთვის ნარჩენების სწორად ჩაბარებას და შესაბამისად გარემოზე ზრუნვას.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ნიკორას 31 ფილიალის მისამართი, სადაც ვეისთლესის ბატარეების ჩასაბარებელი სპეციალური ყუთებია განთავსებული:

  • საბურთალო, გამსახურდიას გამზ. კვ.1 კორპ.6ბ;
  • საბურთალო, დოლიძის ქუჩა 5ა;
  • საბურთალო, გ. კარტოზიას ქუჩა 8;
  • საბურთალო, ალექსიძის ქუჩა 12;
  • საბურთალო, მიცკევიჩის 27ბ;
  • საბურთალო, მ. ალექსიძის ქუჩა 13;
  • საბურთალო, ვაჟა-ფშაველას 93, კვ.4, კორპ.2ა;
  • საბურთალო, ბუდაპეშტის ქუჩა 22;
  • საბურთალო, მიცკევიჩის ქუჩა 14;
  • საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა 24;
  • საბურთალო, გ. მიროტაძის ქუჩა 4ა;
  • საბურთალო, კარტოზიას ქუჩა 10;
  • საბურთალო, დ. თავხელიძის ქუჩა 1ა
  • საბურთალო, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 34;
  • ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი 75;
  • ვაკე, მცხეთის ქუჩა 13;
  • ვერა, კოსტავას ქუჩა 47/57;
  • წყნეთი, რუსთაველის ქ. ნაკ. 68/011;
  • დიდუბე, თევდორე მღვდელის 51;
  • დიდუბე, წყალტუბოს ქუჩა 24;
  • დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი 1,6კმ;
  • დიღმის მასივი 3კვ. მიქელაძის 9;
  • დიღმის მასივი, დიღმის მასივი II კვარტ, კორპუსი 5ბ;
  • დიღმის მასივი, ლუბლიანას ქუჩა 11;
  • დიდი დიღომი , დავით აღმაშენებლის ხეივანი 62;
  • სოფელი დიღომი, ხატაეთის ქუჩა 27;
  • დიღმის მასივი, აკაკი ბაქრაძის ქუჩა 7ა;
  • მუხიანი, 2 მ/რ. კორპუსი 22;
  • თემქა, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა 16;
  • ვარკეთილი, ხომლის ქუჩასა და აეროპორტის დასახლების მე-7 ქუჩებს შორის;
  • ვარკეთილი, კუპრაძის ქუჩა 72 კორპუსი 25;

 
სხვა სიახლები
ნიკორას 31 ფილიალში ვეისთლესის ბატარეების ყუთები განთავსდა