დახმარება
ვეისთლესი Ecomondo 2026-ზე საქართველოს გამოცდილებას წარადგენს

ვეისთლესი მონაწილეობას იღებს Ecomondo 2026-ზე, ღონისძიებაზე, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვითი ინოვაციების მიმართულებით ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.

ეს ჩვენთვის, როგორც მონაწილე ორგანიზაციისთვის, პირველი ვიზიტია Ecomondo-ზე, თუმცა ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს Ecomondo-სთან და ინტერესით ადევნებს თვალს მის საქმიანობასა და განვითარებას. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, ინოვატორებსა და გარემოსდაცვითი სფეროს პროფესიონალებს, რაც გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პროფესიული კავშირების დამყარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

Ecomondo 2026-ის ფარგლებში ვეისთლესი წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ საქმიანობას, მათ შორის ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების, გამოყენებული საბურავების, ნარჩენი ზეთებისა და ბატარეების მართვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. ასევე, ყურადღება დაეთმობა ახალი გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივებს.

საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა ვეისთლესისთვის ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ინოვაციური გადამუშავებისა და მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (მგვ) მიმართულებით გამოცდილების გასაზიარებლად, საერთაშორისო პრაქტიკის გასაცნობად და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების დასამყარებლად.

Ecomondo 2026 ვეისთლესისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე პროცესები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

 
სხვა სიახლები
ვეისთლესი Ecomondo 2026-ზე საქართველოს გამოცდილებას წარადგენს