ვეისთლესის ახალი კონკურსი — გახდი #ეკოკრეატორი
ვეისთლესი, სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია, იწყებს კრეატიული ვიდეოების კონკურსს „ეკოკრეატორი 2026“, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კრეატიული ვიდეოკონტენტის შექმნის წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადაიღე მოკლე ვიდეო ერთ-ერთ შემდეგ თემაზე:
- გარემოს დაცვა;
- ნარჩენების მართვა და გადამუშავება;
- ეკომეგობრული აქტივობები და ყოველდღიური ჩვევები;
- ვეისთლესის საქმიანობა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის მიმართულებები.
კონკურსი მიმდინარეობს 1-31 ოქტომბრის ჩათვლით და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. მონაწილეობის მისაღებად ვიდეო უნდა გამოაქვეყნო Instagram-სა და TikTok-ზე გვერდზე, გამოიყენო ჰეშთეგი #ეკოკრეატორი2026 და შემდეგ ატვირთო ვიდეოს ბმულები ფორმაში.
როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?
კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებული გახდება ის ვიდეო, რომელიც დადგენილ პერიოდში ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს. გამარჯვებული ვიდეოს ავტორი მიიღებს ვეისთლესისგან ფულად ჯილდოს — 1000 ლარს.
თუ გაქვს კრეატიული იდეა გარემოსდაცვით მიმართულებაზე, გადაიღე, გაგვიზიარე და გახდი ეკოკრეატორი.













.png)

















