
ვეისთლესი მწვანე ბაზარზე
3-4 ივნისს, 9 აპრილის ბაღში გამართულ მწვანე ბაზარზე, ინდუსტრიული ნარჩენების მართვის საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებსა და კომპანიებს ვესაუბრეთ Wasteless-ის გეგმებსა და გამოწვევეებზე, წარვადგინეთ ჩვენს მიერ დამზადებული ნარჩენების შესაგროვებელი ყუთები, რომლებსაც ძალიან მალე იხილავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილებში და შეძლებთ სხვადასხვა სახის ინდუსტრიული ნარჩენების ჩაბარებას გადასამუშავებლად.