Super ამბავი
ვეისთლესი და საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელი სუპერი დავმეგობრდით და საქართველოს მასშტაბით, სუპერის ყველა ფილიალში, განვათავსეთ ბატარეების შესაგროვებელი სპეციალური ყუთები.
7 ქალაქის 11 ფილიალში მოქალაქეებს შეუძლიათ მოიტანონ გამოუსადეგარი ბატარეები და ჩაგვაბარონ გადასამუშავებლად.
გეგმის მიხედვით, ვეისთლესი ეტაპობრივად გეგმავს მასშტაბების გაზრდას და სხვა პარტნიორი კომპანიების ქსელებში ელექტო ნარჩენებისა და ბატარეების შესაგროვებელი ყუთების განთავსებას, რათა თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს სახიფათო ნარჩენების ჩაბარება გადასამუშავებლად.