ასოციაციის წევრთა განმეორებით საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“-ს მიერ, განმეორებითი წევრთა საერთო კრება, ჩატარდება 2024 წლის 31 იანვარს 10:00 სათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 118 (გამოფენა ექსპო ჯორჯია) პავილიონი 3.
კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1. ა(ა)იპ საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის (ს/კ 406350112) 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა- დამტკიცება
2. ა(ა)იპ საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის (ს/კ 406350112) , მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული შემდეგი ნარჩენის/ნარჩენების მიმართულებაზე: 1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები; 2. ზეთები; 3. საბურავები და 4. ბატარეები და აკუმალუტორების რეციკლირების გადასახადის განხილვა-დამტკიცება.
შენიშვნა: საერთო კრება ჩატარდება შემდეგი პრინციპით; გამოცხადებული პირების სიითი გადამოწმების შედეგად, განხორციელდება მათი რეგისტრაცია და ხმის მიცემა იწარმოებს, რეგისტრაცია გავლილ პირებზე, დასამტკიცებელ საკითხზე, დარიგებული, ხმის მისაცემი დაბეჭდილი ბუკლეტების მეშვეობით.