ვეისთლესისა და ელიტ ელექტრონიქსის საერთო კამპანია გარემოსდაცვისთვის
Wasteless უკვე მეორე წელია აქტიურად ზრუნავს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე და სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ამ მხრივ ჩართულობას. ელიტ ელექტრონიქსი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი კომპანია იყო, რომელმაც სპეციფიკური ნარჩენების მართვის სისტემაში ნდობა პირველმა გამოგვიცხადა და თავის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით განათავსა ელექტრო ნარჩენებისა და ელემენტების ჩასაბარებელი ყუთები. სპეციალურ ყუთებში შეგროვებული ნარჩენები პარტნიორი კომპანიისგან ვეისთლესს გადაეცემა, რის შემდეგაც ხდება მათი სორტირება, გადამუშავება და სწორად მართვა.
საზოგადოების წახალისების მიზნით, ვეისთლესისა და ელიტ ელექტრონიქსის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ გამოუსადეგარი, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მიიღონ 750 ლარამდე ფასდაკლება Bosch-ის მსხვილი ტექნიკის შეძენისას. სააქციო მოდელებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ელიტ ელექტრონიქსს საკომუნიკაციო არხებზე.
ვეისთლესისა და ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთობლივ სურვილს, შევქმნათ უფრო სუფთა და მდგრადი გარემო და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროცესში. ელექტრონარჩენების სწორად მართვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოს, არამედ ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავადაც. მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით შეგვიძლია შევცვალოთ ნარჩენების მართვის კულტურა და მივაღწიოთ გრძელვადიან შედეგებს.