დახმარება
ვეისთლესის ინტერაქციული კამპანია Sport Fest-ზე

21-22 სექტემბერს ვეისთლესი მონაწილეობდა ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე - სპორტფესტზე. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც 50 000-მდე მონაწილე დაესწრო, კომპანიამ განახორციელა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი კამპანია ელექტრონული ნარჩენების მართვის მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საინტერესო აქტივობები და გათამაშებები, სადაც მთავარ პრიზებად წარმოდგენილი იყო iPhone 15, PlayStation 5 და ლეპტოპი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდა თაობის მაღალი ჩართულობა და ინტერესი გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. მონაწილეებმა აქტიურად ჩააბარეს ძველი, მწყობრიდან გამოსული ელექტრონული მოწყობილობები და გამოავლინეს დიდი ინტერესი კომპანიის საქმიანობის მიმართ.

კამპანიამ წარმატებით შეასრულა თავისი მიზანი - ელექტრონული ნარჩენების შეგროვება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ელექტრონული ნარჩენების სწორი მართვის მნიშვნელობაზე. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანია ვეისთლესის მისიის განხორციელებაში - შევქმნათ უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის.

 
სხვა სიახლები
ვეისთლესის ინტერაქციული კამპანია Sport Fest-ზე