Weee Forum-თან ფორუმთან გაერთიანება
WEEE Forum წარმოადგენს ელექტრო ნარჩენების მიმართულებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ლიდერ საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 52 მგვ ორგანიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფორუმში გაწევრიანებულია ქვეყნები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან, ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა, კანადა, ავსტრალია, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და სხვები.
საუკეთესო პრაქტიკის გაცვლით და ცოდნის გაზიარებით, WEEE Forum თავის წევრებს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ ნარჩენების მართვის პროცესი და გაუმკლავდნენ ელექტრო ნარჩენების თანამედროვე გამოწვევებს. დაარსების დღიდან WEEE Forum-ის წევრმა ორგანიზაციებმა შეძლეს 41.6 მილიონი ტონა ელექტრონული ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება, რაც მნიშვნელოვანი წვლილია გარემოსდაცვით საქმიანობაში.
ვეისთლესი ცოტა ხნის წინ შეუერთდა WEEE Forum-ს, რაც მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს ასოციაციისთვის. ეს თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს ნარჩენების მართვა გავაგრძელოთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად და გავაფართოვოთ საერთაშორისო კავშირები. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ასევე ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას ცირკულარულ ეკონომიკაში, რაც დაეხმარება საქართველოს მდგრადი ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბებაში.