დახმარება
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

28 სექტემბერს "ვეისთლესი" მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე. კომპანიამ მოაწყო სპეციალური სივრცე, სადაც სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაებარებინათ ძველი ელექტრო ნარჩენები ან მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქტიულ აქტივობებში. ყველა მონაწილე, ვინც ჩააბარებდა ელექტრონულ ნარჩენებს, ავტომატურად ხდებოდა გათამაშების მონაწილე, სადაც მთავარ პრიზს წარმოადგენდა ლეპტოპი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდობაში, რაც მათი აქტიურ ჩართულობაში გამოიხატა.აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს კომპანია "ვეისთლესის" საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ.

 

 

 
სხვა სიახლები
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი