ეკომეგობრული ღონისძიება „შენი სახლი სამგორის“ ეზოში
ვეისთლესის ელექტრო ნარჩენების შესაგროვებელი გარე განთავსების ყუთები, ამიერიდან უკვე „შენი სახლი სამგორის“ ტერიტორიაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
ამის აღსანიშნავად, 22 ნოემბერს, „შენი სახლი სამგორის“ საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში გაიმართა ღონისძიება, სადაც მაცხოვრებლებს შეეძლოთ ჩაებარებინათ ძველი ელექტრო ნარჩენები Wasteless-ის სპეციალურ ყუთებში და მონაწილეობა მიეღოთ ჩვენს გათამაშებაში, სადაც თამაშდებოდა 1000 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი.
ღონისძიება იყო გასართობი სახის, საინტერესო აქტივობებით და ბავშვებზე ორიენტირებული. სტუმრად მოსულ ბავშვებს ღონისძიებაზე დახვდათ სხვადასხვა გასართობები, მათ შორის: სახის მოხატვა, ფერადი თმის დიზაინები, წყალზე ხატვა, ეკო-პლასტელინის ვორქშოფები და ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული ვორქშოფები.


















