გარემოს დაცვის მსოფლიო დღე თელავში CENN X Wasteless
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით, 5 ივნისს, თელავში გაიმართა გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლის მთავარი თემა პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ღონისძიებაზე დამსწრეებს შორის იყვნენ, როგორც ბავშვები და ზრდასრულები, ასევე სხვადასხვა მდგრადი ბიზნესის წარმომადგენლები და სტარტაპები.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს, ჩაერთ ნენ მეორადი ნივთების გაცვლაში და ჩააბარეს პლასტმასა, ბატარეები და სხვადასხვა ნარჩენები. აქტივობებმა ნათლად აჩვენა, რომ გარემოს დაცვა შესაძლებელია ყოველდღიური და პრაქტიკული ქმედებებით. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ეკომეგობრული ქცევის ჩამოყალიბებაში.























