შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან
თბილისში, ევროკავშირის მხარდაჭერილი QUIS პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელიც არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობის წარმოჩენა.
დისკუსიების ფარგლებში განხილულ იქნა ხარისხის ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტები, სახელმწიფო უწყებებისა და მწარმოებლების პასუხისმგებლობა. წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის სათამაშოების, ტანსაცმლის, ავეჯისა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციის ხელმისაწვდომობა.























