დახმარება
შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან

თბილისში, ევროკავშირის მხარდაჭერილი QUIS პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელიც არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობის წარმოჩენა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ხარისხის ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტები, სახელმწიფო უწყებებისა და მწარმოებლების პასუხისმგებლობა. წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის სათამაშოების, ტანსაცმლის, ავეჯისა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციის ხელმისაწვდომობა. 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყო ვეისთლესის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილიც, ისაუბრეს ხარისხის ინფრასტრუქტურის გავლენაზე სხვადასხვა სექტორზე, წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ხედვები.

სხვა სიახლები
შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან