დახმარება
ნუ გადაყრი, ჩაგვაბარე გადასამუშავებლად! - შემეცნებითი კამპანია

საზოგადოებაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდის მიზნით ვეისთლესმა წამოიწყო შემეცნებითი კამპანია, სადაც ჩვენს მიმართულებებზე (ნარჩენი ზეთები, გამოყენებული საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები) ილუსტრირებულ და საინტერესო ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას. 

საინფორმაციო ბანერები სტრატეგიულად განთავსდა თბილისის  ყველა მეტროსადგურში, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით მგზავრი გადაადგილდება. თითოეული ბანერი აღჭურვილია QR კოდით, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია უახლოესი მიმღები პუნქტების მდებარეობის შესახებ.

კამპანიის მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ სპეციფიკური ნარჩენები არა მხოლოდ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ ასევე არის ღირებული რესურსი, რომლის სწორი გადამუშავება და უტილიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გარემოს დაცვასა და რესურსების მდგრად გამოყენებას. აღნიშნული საინფორმაციო კამპანია წარმოადგენს კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ნარჩენების მართვის კულტურის განვითარებისა და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრებისკენ.

სხვა სიახლები
ნუ გადაყრი, ჩაგვაბარე გადასამუშავებლად! - შემეცნებითი კამპანია