ინფორმაცია მგვ წევრების კრების შესახებ
ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“-ს წევრებს
გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“-ს (ს/კ 406350112) წევრთა საერთო კრება ჩატარდება 2025 წლის 15 იანვარს 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 118 (გამოფენა ექსპო ჯორჯია) პავილიონი 3, შემდეგი დღის წესრიგით:
1. ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“-ს წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებების/დამატებების შესაბამისად, წესდების ახალი რედაქციის განხილვა-დამტკიცება.
2. ასოციაცის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ავტორიზაციის შედეგად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის კოლექტიურ სქემაში ჩართვის გათვალისწინებით, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული შემდეგი ნარჩენის/ნარჩენების მიმართულებაზე: 1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები; 2.ზეთები; 3. საბურავები და 4. ბატარეები და აკუმალატორების რეციკლირების გადასახადის განხილვა-დამტკიცება.
3. ასოციაციის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება;
აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ კრებაზე დასასწრებად, გთხოვთ, მოავლინოთ ხელმძღანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და მინდობილი პირი, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობით.