დახმარება
ინფორმაცია მგვ წევრების განმეორებით საერთო კრების შესახებ

ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“

გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“-ს (ს/კ 406350112) წევრთა განმეორებითი საერთო კრება ჩატარდება 2025 წლის 27 იანვარს 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 118 (გამოფენა ექსპო ჯორჯია) პავილიონი 3, შემდეგი დღის წესრიგით:

1. ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“-ს წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესაბამისად, წესდების ახალი რედაქციის განხილვა-დამტკიცება.

2. ასოციაცის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ავტორიზაციის შედეგად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის კოლექტიურ სქემაში ჩართვის გათვალისწინებით, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული შემდეგი ნარჩენის/ნარჩენების მიმართულებაზე: 1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები; 2. ზეთები; 3. საბურავები და 4. ბატარეები და აკუმალტორების რეციკლირების გადასახადის განხილვა-დამტკიცება.

3. ასოციაციის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება.

 

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ კრებაზე დასასწრებად, გთხოვთ, მოავლინოთ ხელმძღანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

 

შენიშვნა: დღის წესრიგით განსაზღვრული განსახილველი მასალები, ასოციაციის წევრებს განმეორებით კრებაზე მოწვევის განაცხადთან ერთად, მიეწოდება, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 
სხვა სიახლები
ინფორმაცია მგვ წევრების განმეორებით საერთო კრების შესახებ