დახმარება
ახალი შეგროვების პუნქტები საქართველოში

ნარჩენების მართვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ინტერესმა და ჩართულობამ ამ მიმართულებით საგრძნობლად იმატა. ჩვენი მიზანია, ნარჩენების შეგროვება მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და ახალ კომპანიებთან თანამშრომლობით ქვეყანაში არსებული ჩასაბარებელი პუნქტების რაოდენობა გავზარდოთ, რაც მათთვის გაამარტივებს ნარჩენების ჩაბარების პროცესს.

ბოლო პერიოდში ვეისთლესი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ახალ კომპანიებთან დაიწყო თანამშრომლობა, მათ შორის არიან: კარფური, საქართველოს ბანკი, ევექსი, პროკრედიტ ბანკი, ტერაბანკი და აისითი. მათ ფილიალებში განვათავსეთ ვეისთლესის სპეციალური ნარჩენების შესაგროვებელი ყუთები. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის მხრივ.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ამ მხარდაჭერისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რაც მათ ჩვენი საერთო მიზნისკენ კიდევ უფრო გვაახლოებს. იმედი გვაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტი კომპანია შემოგვიერთდება, რათა უკეთ უზრუნველვყოთ ნარჩენების მართვის სისტემა.

 

ნარჩენების შესაგროვებელი პუნქტები საქართველოში.

 
სხვა სიახლები
ახალი შეგროვების პუნქტები საქართველოში